2022 წლის 28 თებერვალს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი გიორგი მირიანაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის, 51-ე, 84-ე და 98-ე საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს შეხვდა.
შეხვედრების ფარგლებში პროფესორმა აბიტურიენტებს გაუზიარა ინფორმაცია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის, აკადემიური პერსონალის, პრაქტიკული კომპონენტების, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, უნივერსიტეტის კამპუსისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების თაობაზე, აგრეთვე, უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, მათ შორის, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის დირექტორი, საჯარო მმართველობის დოქტორი გიორგი მომცელიძე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თამარ კაპანაძე.