ალმა მატერი ჰარვარდის აფილირებული წევრი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ალმა მატერი ჰარვარდის აფილირებული წევრი გახდა


2016 წელს, უნივერსიტეტის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა -  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული პარტნიორი გახდა, რაც გულისხმობს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტის სპეციალიზირებული კურსის "კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა" (MOC) აფილირებული ქსელის წევრობას.

 

პროექტი ბევრი საინტერესო  აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის,  უნივერსიტეტის პროფესორების გადამზადებას ჰარვარდის სტანდარტით; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჰარვარდის სასწავლო კურსის „კონკურენტუნარიანობის მიკროეკონომიკა“ დანერგვას. ამ მიზნით, 6 დეკემბერს, უნივერსიტეტის ორი პროფესორი - მურთაზ კვირკვაია და შოთა საღრიშვილი მიემგზავრება ჰარვარდის უნივერსიტეტში ტრენინგის გასავლელად.

 

ასევე იგეგმება ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კონკურენციისა და სტრატეგიის ინსტიტუტში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აუდიტორიის გახსნა, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერესიტეტში ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აუდიტორიის გახსნა. გათვალისწინებულია, ასევე, სხვადასხვა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის განხორციელება.

 

ვულოცავთ  უნივერსიტეტის ყველა სტუდენტსა და აკადემიურ პერსონალს  მსოფლიოში ისეთი აღიარებულ საგანმანათლებლო ცენტრთან პარტნიორობას, როგორიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა. ეს, არა მარტო დიდი პატივი, არამედ მაღალი პასუხისმგებლობაა გლობალური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში უნივერსიტეტის მონაწილეობის თვალსაზრისით.