2016 წლის 15 აპრილს,კომპანია ჯეოსელმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ჩაატარა მასტერკლასი „როგორ მოვემზადოთ და დავტოვოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრების დროს“.
მასტრეკლასზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: რატომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრება,როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება გასაუბრების დროს.
მეცადინეობა საკმაოდ პროდუქტიული იყო. სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები .
საკონტაქტო პირი:
კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური
ტელ: (+995 32) 2384406 (121); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: career@gruni.edu.ge