გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “აზროვნება გლობალური ცვლილებების ეპოქაში“.
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოცემული უახლესი რვაენოვანი საერთაშორისო-სამეცნიერო კრებულის - PHILOSOPHY IN GLOBAL CHANGE - პრეზენტაციას, რომელიც მიეძღვნა ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, პროფ. ბურკჰარდ მოიზიშის დაბადების 65 წლისთავს. კონფერენციაზე განხილული იქნა ხელოვნების ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, მასმედიისა და კომუნიკაციის თეორიის, ფილოსოფიური ურბანისტიკის თანამედროვე პრობლემები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კასელის უნივერსიტეტის (გერმანია) წარმომადგენლებმა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია განხილული თემატიკის ირგვლივ. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები მიმდინარე წელს გამოქვეყნდება კრებულის სახით. კონფერენცია გააშუქა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიამ (\"ერთსულოვნება\").
თანდართული ფაილები: პროგრამა
ორგანიზატორი: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი