2008 წლის 29 მაისს 17.00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 403-ე აუდიტორიაში ჩატარდა იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტის მანანა კოპალიანის სასემინარო ნაშრომის პრეზენტაცია თემაზე: “წოდებრივ-წარმომადგენლობითი ინსტიტუტი ფეოდალური საქართველოს მართვის სისტემაში”.
ხელმძღვანელი – სრული პროფესორი მანანა მოსულიშვილი.
სემინარს ესწრებოდნენ როგორც რობაქიძის უნივერსიტეტის, ისე თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ისტიტუტის, რუსთავის “რვალის”, ქუთაისის უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები (მანანა მოსულიშვილი, გიორგი ღლონტი, ოთარ გამყრელიძე, გიორგი თოდრია, გია ქირია, პეტრე დაუთაშვილი, მიხეილ გოგატიშვილი, ვაჟა გურგენიძე), მსუველები - ფაკულტეტის როგორც დოქტორანტურის, ისე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
დოქტორანტმა წარმოადგინა ნაშრომი, მას დაუსვეს უამრავი შეკითხვა, გაიმართა პოლემიკა, იყო შენიშვნებიც, რეკომენდაციებიც, მითითებებიც. სემინარი შეფასდა დადებითად.