გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერის საგრანტო პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერის საგრანტო პროექტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლამ 2012 წელს მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა USAID-ის საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) საგრანტო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა „ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი“-ს სალექციო კურსის დამუშავებას, ბიზნესის და მართვის სკოლაში მოქმედი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მოქმედი ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაციის გაძლიერებას. „ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი“-ს სალექციო კურსის დამუშავებაში ჩართული იყო როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ექსპერტები.

 

საგრანტო პროექტი დასრულდა 2013 წლის იანვარში, გამოიცა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სალექციო კურსი, რომელიც უფასოდ გადაეცა, როგორც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.