2013 წლის 6 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის) პროგრამის პროექტების „მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით“ - EMINENCE (მეორე მოწვევა) და EMINENCE II (პირველი მოწვევა) პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ 1, 2 და 3 მიზნობრივი ჯგუფის აპლიკანტები. აპლიკანტები გაეცნენ კონსორციუმში მონაწილე უნივერსიტეტებს. მათ ჩაუტარდათ დეტალური ინსტრუქტაჟი პროგრამაში გამოცხადებული წესებისა და მითითებების შესაბამისად. აგრეთვე, დაფინანსების საშუალებების თაობაზე.
პრეზენტაციაზე განსაკუთრებულდ გამახვილდა ყურადღება საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების (იძულებით გადაადგილებული პირები) პროგრამაში ჩართვასა და მონაწილეობის მიღებასთნ დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა, ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.
ბენეფიციარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტედების გარდა, პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. აგრეთვე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები, რომელმაც მხარი დაუჭირა პროექტების განხორციელებას.
საგრანტო კონკურსი დაიწყო 2013 წლის 29 ოქტომბერს და გაგრძელდება 45 დღის მანძილზე. აღნიშნული პრეზენტაცია გაშუქდა საინფორმაციო სააგენტოს ,,ინტერ-პრესნიუსი“ მიერ http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/258850-grigol-robaqidzis-sakhelobis-universitetshi-erasmus-mundus-s-programis-farglebshi-proeqtis-prezentacia-gaimarth
ღონისძიება აგრეთვე გაშუქდა საინფორმაციო საშუალებებით.
ინფორმაცია ასევე რეგულარულად ქვეყნდება ვებ გვერდზე: www.gruni.edu.ge