წარმატებით გაიარა აკრედიტაცია კიდევ ერთმა ერთობლივმა ქართულ-გერმანულმა სამაგისტრო პროგრამამ “საჯარო მმართველობა და პოლიტიკა”. პროგრამა შექმნილია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ.
პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი, I და II სემესტრი, 60 კრედიტი - მაგისტრანტები მიიღებენ ხარისხიან, თეორიულ ცოდნას საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
II ეტაპი, III და IV სემესტრი, 60 კრედიტი არჩევითია - სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ან პოტსდამის უნივერსიტეტში.
სწვლა პოტსდამის უნივერსიტეტში გულისხმობს, უპირატესად, პრაქტიკულ მუშაობას, როგორც სააუდიტორიო სივრცეში, ისე გერმანიისა და ევროკავშირის მმართველობით ორგანოებში, ხოლო პროგრამის, მხოლოდ, საქარ-თველოში გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს, გარდა ადგილობრივი პრაქტიკისა, ჩაუტარდებათ სასწავლო ტური ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურაში.
გერმანიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, კრედიტების ურთიერთაღიარების საფუძველზე, კურსდამთავრებულები მიიღებენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და პოტსდამის უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს (Master of Public Management MPM) და დიპლომს.
სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს 8200 ევროს ექვივალენტს ლარით, ხოლო პროგრამის სრული ციკლის, მხოლოდ, საქართველოში სწავლის შემთხვევაში - წელიწადში 2700 ევროს ექვივქლენტს ეროვნული ვალუტით.
გერმანიაში სწავლება ინგლისურ ენაზეა.