გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2024 წლის 10 მაისიდან, აცხადებს კონკურსს, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:
მედიცინის სკოლა დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი პროგრამა)
- ანატომია ასისტენტ პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- დერმატოლოგია ასოცირებული-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ოფთალმოლოგია ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ავადმყოფის მოვლა ასისტენტ- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ონკოლოგია ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ანესთეზიოლოგია და კრიტიკული მედიცინა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- სასამართლო მედიცინა პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ნარკოლოგია ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- ქართული ენა ასისტენტ- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- სისტემური პათოლოგია ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
მედიცინის სკოლა (სტომატოლოგია)
- ოტორინოლარინგოლოგია ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- პრევენციული მედიცინა ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
სამართლის სკოლა
- სისხლის სამართალი ასისტენტ- პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ბიზნესისა და მართვის სკოლა
- მენეჯმენტი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
- მარკეტინგი ასისტენტ-პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
ბათუმის წარმომადგენლობა
სამართალი
- კერძო სამართალი ასისტენტ-პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
- პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, მედიცინის მიმართულებით - კლინიკური მინიმუმ 9 წლიანი გამოცდილებით;
- ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით, მედიცინის მიმართულებით - კლინიკური მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით;
- ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით, მედიცინის მიმართულებით - კლინიკური მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით;
- ასისტენტის აკადემიურ თანამდებობზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით. მედიცინის მიმართულებით-დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით.
პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:
- სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
- სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი) ;
- დოქტორანტის ხელმძღვანელობა/ რეცენზენტობა;
- ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია(პროგრამის ხელმძღვანელობა,
მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
- პროფესიული განვითარება(ტრენინგები, სემინარები...);
- საგრანტო კვლევითი პროექტი
- მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და აერთაშორისო გამოცემებში);
- ციტირების ინდექსი
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
- სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ .
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი; და თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე;
გ) ავტობიოგრაფია - CV (ელექტრონული ვერსია), CV -ში შეტანილი ინფორმაციის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების დანართით;
დ) ორი ფოტოსურათი; (აქ ფორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რომელსაც გიგზავნით)
ე) განათლების, შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი; (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) განხორციელებული საგრანტო/კვლევითი პროექტების ანოტაცია გრანტის გამცემის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) სამსახურებრივი (პროფესიული) გამოცდილების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა და სხვა)
კ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის), რომელიც წარმოაჩენს ენობრივი კომპეტენციის საკმარის დონეს სალექციო კურსის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით
დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრება 2024 წლის 10 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით
შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 17 ივნისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gruni.edu.ge
შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი გამოქვეყნებიდან ხუთი დღის ფარგლებში.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსის მართვის სამსახურში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 18 საათამდე. შესაძლებელია დოკუმენტაციის ელექტრონულად გადაგზავნა
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06/118; ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; nana.kubaneishvili@gruni.edu.ge
საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადების, ავტობიოგრაფიის (CV) ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.gruni.edu.ge