1. უნივერსიტეტისთვის ადგილების დამატებასთან დაკავშირებით, ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე მ/წ 2 ოქტომბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე;
2. პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება იხილეთ.
3. მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (ივსება ადგილზე)
- პირადობის მოწმობის ასლი
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ)
- 2 ფერადი ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის
- CV თანდართული ფორმით იხილეთ
შენიშვნა: მხოლოდ 2017-18 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის!!!
დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება ,,ხალიკ ბანკი საქართველო’’
საბანკო კოდი – HABGGE22
მიმღების დასახელება - შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი’’
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE91HB0000000006903602
4. გამოცდა (ტესტირება/გასაუბრება) უცხო ენაში ყველა პროგრამაზე ჩატარდება 2018 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება 2018 წლის 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, შესაბამის სკოლებში:
ა. სამართლის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) -კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილეთ:
ბ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:
- საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ერთობლივი ქართულ-გერმანული პროგრამა, სწავლება ქართულ-ინგლისურ ენებზე )
- გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა (ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროგრამა, სწავლება ინგლისურ ენაზე)
გ. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა (გასაუბრება სპეციალობაში) - საკითხები იხილეთ.
5. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება - 2018 წლის 3 სექტემბერი, არაუგვიანეს 19/00 საათისა.
6. სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2018 წლის 4 ოქტომბერი 11/00 საათიდან 14/00 საათამდე.
7. რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2018 წლის 4 ოქტომბრისა.
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტური სერვისის სამსახურის უფროსი ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge;
ტელ: (+995 32)38 44 06 (107)