ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ეკონომიკური თავისუფლება - გზა კეთილდღეობისაკენ“. იგი სტუდენტებს ესაუბრა ეკონომიკური თავისუფლების ხარისხზე, რომელსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბაზრო ურთიერთობის ჩამოყალიბისთვის - ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა, სწორედ, ეკონომიკური თავისუფლებით იწყება.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიური ფორმატით.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - 593362821 – m.kvirkvaia@gruni.edu.ge