გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის სოფიო კილაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები: განუსაზღვრელობა საერთაშორისო სამართალში და განხორციელება ქართულ კანონმდებლობაში“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: სამართლის დოქტორი, პროფესორი გოჩა ოჩიგავა და სამართლის დოქტორი, პროფესორი ღასან ხალილი.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - სოფიო კილაძეს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.