იტვირთება...
გარე მობილობა იწყება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გარე მობილობა იწყება!

მობილობით დაინტერესებულმა სტუდენტებმა (სხვა უნივერსიტეტიდან გადმომსვლელი სტუდენტები), უპირველესად, მობილობის უფლების მოსაპოვებლად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/ 25 აგვისტოდან - 9 სექტემბრის ჩათვლით.

 

რეგისტრაციის დროს სტუდენტს ეძლევა საშუალება იხილოს გამოცხადებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

 

პასუხი მობილობის უფლების მოპოვების შესახებ ცნობილი გახდება 12 სექტემბერს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე.

 

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2025 წლის 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://mob.ini.ge/online-register/mobility (გააქტიურდება 12 სექტემბერს 17:00 სთ-დან).

 

სტუდენტმა ონლაინ რეგისტრაციის პროცესში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

 

პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე)

სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);

ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);

ბაკალავრის დიპლომი;

ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ;)

აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;

1 ფოტოსურათი (3X4);

სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;

სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები; (არსებობის შემთხვევაში)

სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

(გადახდის დროს დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი.)

 

არასრული დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში თქვენი განაცხადი დახარვეზდება.

 

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q&t=49s

 

საკონტაქტო პირი:

ხატია მარკოზაშვილი

ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

დავით თარაშვილი

ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;

ტელ: +995 32 38 44 06 (126)