კოლუმბიის უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი გრუნის პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კოლუმბიის უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი გრუნის პარტნიორი გახდა

კოლუმბიის უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბიზნესისა და მართვის სკოლამ უფლება მოიპოვა თარგმნოს სახელმძღვანელო - "Sustainable: moving beyond ESG to impact investing", ავტორი: Terrence Keeley.

 

წიგნი ეხება ბიზნესის მდგრად განვითარებას, ანგარიშგების სისტემების როლს და პასუხს სცემს ისეთ გლობალურ შეკითხვას: რა როლი უნდა შეასრულოს ბიზნესმა და ფინანსებმა ჩვენი დროის დიდი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში? სახელმძღვანელოში ხაზგასმულია მმართველობითი ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა ბიზნესში და მისი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ბიზნესის მიმართულებით მსგავსი წიგნი ქართულ ენაზე ამ ეტაპისთვის არ მოიპოვება და ძალიან სასიამოვნო სიახლე იქნება აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტებისათვის, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

გრუნის სახელით მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებს სამეცნიერო კვლევით საკითხებში რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, მარკეტინგისა და მენეჯმენტის პროგრამების ხელმძღვანელი პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი და გრუნის ასისტენტი ნინო საჩალელი წარმართავდნენ.