სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება მ/წ 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 12 თებერვლიდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.
უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
- წინა საფეხურის დიპლომის და დანართის ასლი (მხოლოდ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის);
- აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
- 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
- სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
- არსებობის შემთხვევაში, გამოქვეყნებული სტატიების ასლები (დოქტორანტურის სტუდენტთათვის)
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიდენთიფიკაციო კოდი: 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში: GE87TB0655236020100004
გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ (გააქტიურდება 12 თებერვლიდან)
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3.