სტუდენტების ვიზიტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების ვიზიტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უმასპინძლა.

 

თანამშრომლებმა სტუდენტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, სტატისტიკა და მნიშვნელოვანი საქმეები გააცნეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს.

 

საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები საუნივერსიტეტო მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსს - “პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტები“ სწავლობენ და შესაბამისად, შეხვედრის მიზანი სწავლების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებების მიღების წესებისა და პროცედურების, ასევე, თეორიული საკითხების გაცნობაა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.