2023 წლის 10 მარტს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები - მაკა ფირანაშვილი და მაია მელაძე მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროგრამის - „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა“, ფარგლებში მომზადებულ სამუშაო შეხვედრაში.
შეხვედრის ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამა (GRMP), რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო და ევროკავშირის მიერ დაახლოებით 1,5 მილიონი ევროთი დაფინანსდა.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერება და ევროპულ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ქართველ მკვლევართა ქსელის განვითარება და შესაძლებლობების გაზრდა. ასევე, ქართველი მკვლევრებისა და ინოვატორებისთვის, სპეციალური დაფინანსების სქემისა და მობილობის პროგრამის (RMP) შემუშავება, რათა გაიზარდოს სამეცნიერო საზოგადოების საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა ჰორიზონტ ევროპის (Horizon Europe) პროგრამებში.