2022 წლის 19-22 ოქტომბერს ხორვატიაში (რიეკა/კრკ) ჩატარდა ევროპის კულტურული ტურიზმის XV საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ტურიზმის განახლება კულტურული მემკვიდრეობისა და დიგიტალიზაციის საშუალებით“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამის ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე.
კონფერენციას ორგანიზებას უწევდა ევროპული კულტურული ტურიზმის ქსელი ECTN, რომელიც არის კულტურული ტურიზმის განვითარების სფეროს ერთადერთი პანევროპული ქსელი, მისი წევრი სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია, კვლევითი ინსტიტუტი და უნივერსიტეტია.
კონფერენციაზე მაია მელაძემ წარადგინა მოხსენება: „ღვინის ტურიზმი, როგორც ტრანსნაციონალური თემატური ტურიზმის ნაწილი საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის“.
კონფერენციის ფარგლებში პროფესორი შეხვდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელს და მათთან განიხილა მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები.