ვებინარი პლაგიარიზმის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი პლაგიარიზმის შესახებ


2022 წლის 10 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ონლაინ ვებინარი პლაგიარიზმის შესახებ. ღონისძიებაზე განხილული ინფორმაცია თანაბრად იყო განკუთვნილი როგორც დოქორანტურის, ისე მაგისტრატურისა და ბაკალავარიატის სტუდენტებისთვის, ვინაიდან თითოეული საფეხურის სტუდენტს ინტენსიურად აქვს შეხება ნაშრომებსა და სხვა წერილობით დავალბებთან, შესაბამისად, პლაგიარიზმთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდენციების განხილვა მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტის აკადემიური სამუშაო ეთიკის ჩამოყალიბებაში.

 

ვებინარის ფარგლებში განხილული იყო პლაგიარიზმის მნიშვნელობა, მისი ვარიაციები და რაც მთავარია აღნიშნული ნებით თუ უნებლიედ დაშვებული დარღვევის თავიდან აცილების საშუალებები.

 

ღონიშძიების ბოლოს დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა დაესვა მისთვის საინტერესო კითხვები და მიეღო შესაბამისი პასუხები.