საჯარო ლექცია: „სისხლის სამართლის ახალი დარგობრივი მიმართულებები - მედიცინის სისხლის სამართალი და მედიის სისხლის სამართალი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია: „სისხლის სამართლის ახალი დარგობრივი მიმართულებები - მედიცინის სისხლის სამართალი და მედიის სისხლის სამართალი“


2022 წლის 28 აპრილს გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ორგანიზებით სამართლის მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია: „სისხლის სამართლის ახალი დარგობრივი მიმართულებები - მედიცინის სისხლის სამართალი და მედიის სისხლის სამართალი“.

 

დისკუსიას უძღვებოდა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი, სამართლის დოქტორი, პროფესორი, გერმანული სისხლის სამართლის მკვლევარი, რომლის პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება გერმანულ საგანმანათლებლო სივრცეს, კერძოდ, იენის უნივერსიტეტს.

 

პროფესორმა მიმოიხილა მედიცინასა და მედიის სფეროს მიკუთვნებული სხვადასხვა დანაშაული და ისაუბრა ცალკეულ შემთხვევებში ქმედების შემადგენლობის, პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლების, გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ფაქტორებისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

ლექცია ინტერაქტიურ ფორმატში მიმდინარეობდა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ და შეეფასებინათ პროფესორის მიერ წარმოდგენილი შემთხვევები.