თანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight“-თან და მასტერკლასი ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight“-თან და მასტერკლასი ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ


29 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight“ - თან.

 

მემორანდუმის მიზანია მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო საქმიანობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან.

 

თანამშრომლობა ითვალისწინებს აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, მასტერკლასების, კონფერენციების ორგანიზებას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი პროგრამებისა და სხვა სასწავლო - საგანმანათლებლო (მათ შორის, საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო) პროექტების განხორციელებას, კერძოდ, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას, ზრუნვას მათ შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე; სტუდენტების ცოდნის გაღრმავების მიზნით, პრაქტიკული კომპონენტის - სტაჟირების პროგრამების მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და „Pensight“ -ის ტრენერ-ექსპერტთა ჩართვას სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; სამეცნიერო პუბლიკაციებზე ერთობლივ მუშაობასა და გამოქვეყნებას.

 

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ კომპანია „Pensight“-ის წარმომადგენელმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ფორბსის პროექტის - „30 under 30”, ერთ-ერთი გამარჯვებულმა - თენგიზ მესხმა, წაიკითხა ლექცია „ვირტუალური ციფრული ტრანსფორმაცია“ და უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.