თანამშრომლობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის


მიმდინარე წლის 15 ივლისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა“ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის. თანამშრომლობა განხორციელდება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „მოწყვლადი ადამიანთა ჯგუფების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადი კარანტინის პირობებში“ - ფარგლებში.

 

სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში მყოფ ბენეფიციარებთან მუშაობის გარდა, პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტთა სტაჟირებას სააგენტოს ფილიალებში (სპეციალიზებული დაწესებულებები) და სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები).

 

თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს მხრიდან ხელი მოაწერა დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა მამუკა თავხელიძემ.