ტრენინგი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის


მიმდინარე წლის 11 - 16 ნოემბერს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისათვის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა ბუდაპეშტში, ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა აღნიშნული თემატიკის შესახებ მონაწილეთა ცოდნის ამაღლებას, ეროვნულ და ინსტიტუციურ კონტექსტში გამოწვევების გაანალიზებას.

 

ტრენინგში მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ოთხი თანამშრომელი:

ვასილ კიკუტაძე - ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანის მოადგილე, ხარისხის მართვის კოორდინატორი;

მარიამ წიკლაური - სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის სპეციალისტი, დასაქმების კოორდინატორი;

სოფიო ჯაჭვაძე - ხარისხის მართვის/ECTS კოორდინატორი;

ქეთევან გაბრიჭიძე - სამართლის სკოლის ოფისის მენეჯერი.

 

გარდა ტრენინგისა, მონაწიელეები ბუდაპეშტის რამდენიმე უნივერსიტეტსაც ეწვივნენ, შეხვდნენ მათ წარმომადგენლებს.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით უკვე ორი წელია იმართება ასეთი ტრენინგები და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ორივე წელს აქტიურად არის ჩართული.

 

უნივერსტეტი მადლობას უხდის განათლების საერთაშორისო ცენტრს მხარდაჭერისათვის.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a. phirtskhalashvili@gruni.edu.ge