ახალი დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი დამხმარე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა მოამზადა და გამოსცა დამხმარე სახელმძღვანელო საქართველოს სახელმწიფო მოწყობის საფუძვლები.

 

სახელმძღვანელოს ავტორები არიან :

ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

გიორგი მირიანაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი.

 

სახელმძღვანელო წარმოადგენს საქართველოს ახალი სახელმწიფო მოწყობისა და კონსტიტუციური ინსტიტუტების მოკლე, მაგრამ ინფორმაციულ დახასიათებას, აგრეთვე, მათი არჩევის წესის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების აღწერას.

 

სახელმძღვანელო არის დამხმარე და იგი არ არის განკუთვნილი კონსტიტუციური სამართლის სფეროში სრული თეორიული ცოდნის მისაღებად, არამედ განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების, იურისტების, სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებით დაინტერესებული პირებისათვის. სახელმძღვანელო ასევე საინტერესოა სახელმწიფო მოწყობის სამართალში შეტანილი ცვლილებების გასაცნობად და ცოდნის გასაახლებლად. მისი გამოყენება ასევე რეკომენდებულია კონსტიტუციური სამართლის ნაწილში ტესტირება/სერტიფიცირებისათვის; ადვოკატის, მოსამართლის, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდების მოსამზადებლად.

 

აღნიშნულ გამოცემას თან ერთვის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს შედის ძალაში. გამოცემას თან ახლავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ 2017 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონიც.

 

 

საკონტაქტო პირი: ა.ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge