საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთნენ. ისინი წარმატებით გადიან სტაჟირებას შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატში, ამავე სამინისტროს დაგეგმარების დეპარტამენტსა და მონიტორინგის სამსახურში, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაიშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge