2015 წლის 21 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა მედიცინის სკოლის სტუდენტთა საშემოდგომო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა პროფ. გოგო ბატიაშვილის ხსოვნას. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბ-ნი გოგის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები და მიღწევები, მასთან ერთად გატარებული წლები.
სტუდენტებმა წარმოადგინეს 11 მოხსენება, სადაც საინტერესოდ იყო განხილული ზოგად ბიოლოგიური და მედიკო-სტომატოლოგიური პრობლემები და თანამედროვე მიღწევები. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სხვა უნივერსიტეტის, კერძოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი „გორგასალის“ სტუდენტებმაც.
თითოეული მოხსენების შემდეგ მომხსენებლები პასუხობნენ დასმულ შეკითხვებს, იმართებოდა დისკუსია და აქტიურ კამათში სტუდენტები ცდილობდნენ წარმოდგენილი თემის არსის სიღრმისეულ გარკვევას და ცოდნის გაღრმავებას.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს პროფესორებმა ო. გერძმავამ, და დ. ძიძიგურმა.
მონაწილე 16 მომხსენებელს და მათ შორის გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: მაია არაბული, 599 13 25 16; maia.arabuli@gmail.com