მედიაციის ცენტრის შექმნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მედიაციის ცენტრის შექმნა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ერთწლიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა მედიაციის ცენტრი - „კონსენსუსი“. ცენტრს ხელმძღვანელობს მაქს პლანკის უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის პროფესორი, მედიატორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ემიგრანტი - ელიკო წიკლაური-ლამმიხი.

 

ელიკო წიკლაური-ლამმიხი ჩართულია საერთაშორისო მედიაციის საკითხებში და არის ევროკავშირის იულია ტიმოშენკოს საკითხების სამედიტაციო ჯგუფის წევრი.

 

ცენტრი შექმნილია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე. იგი ამოცანად ისახავს ხელი შეუწყოს კონფლიქტებისადმი მედიატორულ მიდგომას და მათ პრევენციას. კონფლიქტები განიხილება, როგორც ინდივიდუალური ისე, ჯგუფებს შორის დონეზე, ასევე, პოლიტიკური და ინტერნაციონალური კუთხით. ცენტრის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები.

 

იგეგმება მედიაციის ტექნოლოგიების შემსწავლელი ჯგუფების ორგანიზება/გამოშვებაც.