პროფ. მიხეილ გოგატიშვილის სამეცნიერო მოხსენება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფ. მიხეილ გოგატიშვილის სამეცნიერო მოხსენება

სამეცნიერო მოხსენებების სერია “ომისა და მშვიდობის სოციოლოგია” დაარსდა 2012 წელს. სერიის ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა (კასელის უნივერსიტეტი/გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და პროფ. ქევინ თუითმა (მონრეალის უნივერსიტეტი). მიმდინარე წელს სერიის ფარგლებში მოხსენებას წაიკითხავს პროფ. მიხეილ გოგატიშვილი თემაზე: “უბედური ცნობიერება ჰეგელთან და თავისუფლების გაუკუღმართებული სოციალური პრაქტიკები”. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება პროფ. მიხეილ გოგატიშვილის 50 წლის იუბილეს.

 

ღონისძიება გაიმართება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 406-ე აუდიტორიაში.

 

2014 წლის 29 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 406-ე აუდიტორიაში პროფ. მიხეილ გოგატიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე “უბედური ცნობიერება ჰეგელთან და თავისუფლების გაუკუღმართებული სოციალური პრაქტიკები”. მოხსენება წაკითხულ იქნა სამეცნიერო მოხსენებების სერია “ომისა და მშვიდობის სოციოლოგია” ფარგლებში. აღნიშნული მოხსენებების სერია დაარსდა 2012 წელს გრიგოლ რობაკიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მიერ. სერიის ფარგლებში მოხსენებები წაიკითხეს პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა (კასელის უნივერსიტეტი/გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და პროფ. ქევინ თუითმა (მონრეალის უნივერსიტეტი). აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა პროფ. მიხეილ გოგატიშვილის 50 წლის იუბილეს.