ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია საბერძნეთში

2014 წლის 11-15 სექტემბერს ქალაქ ვოლოსში (საბერძნეთი) გაიმართა რეგიონთაშორისი კონფერენცია „კულტურა და მემკვიდრეობა მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის“(INTERREG IVC project CHARTS Closing Conference “Engaging Culture and Heritage for Sustainable Tourism Development“), რომლის მონაწილეები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები მაკა ფირანაშვილი, მაია მელაძე და ლამარა ქადაგიძე იყვნენ.

 

კონფერენცია ევროკავშირის ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის დამამთავრებელი ღონისძიება იყო, რომელშიც ევროკავშირის წევრი 12 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა მრავალი საინტერესო თემა, მათ შორის, მომავალში, საქართველოს, როგორც ქვეკონტრაქტორი პარტნიორი ქვეყნის და შესაბამისად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჩართულობა/მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით ორგანიზებულ პროექტებში.

 

კონფერენციაზე მაკა ფირანაშვილმა და ლამარა ქადაგიძემ წარმოადგინეს მოხსენება: „იუნესკოს მიერ დაცული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა საქართველოში საპასუხისმგებლო ტურიზმის განვითარებისთვის“ (The Significance of UNESCO World Heritage for the Development of Responsible Tourism in Georgia). ამავე კონფერენციაზე მაია მელაძე და თამარ ქობლიანიძე წარსდგნენ მოხსენებით „თანამშრომლობის თანამედროვე ტენდენციები საქართველოს კულტურული ტურიზმის მენეჯმენტში“ (The Modern Trends of Partnership in Georgian Cultural Tourism Management). აღნიშნულმა მოხსენებებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.