მიკროსაფინანსო ასოციაცია - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიკროსაფინანსო ასოციაცია - გრუნის პარტნიორი


2023 წლის 21 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტან ჭარაიამ და მიკროსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იური ლებანიძემ, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.

 

თანამშრომლობის მიზანია ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ფორმირება; როგორც საბანკო, ისე სპეციალიზებულ საფინანსო-საკრედიტო სფეროში ფინანსური ოპერაციების განხორციელების პრაქტიკის დაუფლება, მართვის თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.