2022 წლის 22 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის სწავლება თემაზე: „აკადემიური და კვლევითი უნარების განვითარება“.
სწავლების მონაწილეებმა განიხილეს: სილაბუსების მოდიფიცირება, ანტიპლაგიატის პროგრამა Turnitin-ის გამოყენება, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, კვლევითი გრანტის მოძიება, სამეცნიერო ჟურნალების მოძიება და ციტირების ინდექსის გაზრდა და სხვა.
სწავლებას ორგანიზებას უწევდა ბიზნესისა და მართვის სკოლა. ამგვარი ტრენინგები, რომელიც ხელს უწყობს პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მომავალშიც დაიგეგმება.