გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი იწყებს „სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პროექტს“.
პროექტის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ექსპერტი, ადამიანური რესურსების მართვისა და ზრდასრულთა განათლების სპეციალისტი - მაკა კუკავა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო პროგრამის: მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.
მონაწილეების შერჩევა განხორციელდება უნივერსიტეტის ბაზაზე, პროექტის ხელმძღვანელისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ
პროექტში მონაწილეობისათვის გასაუბრების წესით (გასაუბრება გაიმართება პარასკევს, 9 ნოემბერს, 14.00 საათზე, აუდიტორია № 103).
ამ ეტაპზე შეირჩევა 25 სტუდენტი, რომლებიც გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებსა და შეხვედრებს საჯარო დაწესებულებებისა და ბიზნესორგანიზაციების ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების ხელმძღვანელებთან.
- პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე
სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყება 3 ნოემბერს და დასრულდება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე.
მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
პიროვნული თვისებები
- ლიდერობა;
- თავდაჯერებულობა;
- კრიტიკული აზროვნება;
- აზრის ნათლად გამოცემა/ჩამოყალიბებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
- ეფექტური მოსმენა, ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია;
- პოზიტიური პიროვნული ქცევები და დამოკიდებულებები;
- მიზანზე ორიენტირებულობა.
ზოგადი მახასიათებლები:
- კარგი ზოგადი ცოდნა (ერკვევა სხვადასხვა თემაში და შეუძლია თემის ირგვლივ შინაარსობრივი დისკუსია);
- ორატორული ლოგიკა და დამაჯერებელი კომუნიკაცია;
- დროის მართვა;
- პრეზენტაბელურობა;
- სოციალური უნარები (კომუნიკაცია, ქცევა და ეტიკეტი).
შინაარსობრივი მახასიათებლები:
- მიღებული ინფორმაციის ანალიზი და უკუკავშირი;
- კითხვებზე ლოგიკური და თანმიმდევრული პასუხები;
- საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება დამაჯერებლად და არგუმენტირებულად;
- ინფორმაციის გადმოცემისას ფაქტებისა და კონკრეტული მაგალითებით საკუთარი მოსაზრებების გამყარება.
ტრენინგი გაიმართება კვირაში ერთხელ, ხანგრძლივობა 2-3 საათი.
კარიერული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პრაქტიკული ტრენინგები და შეხვედრები:
I შეხვედრა - გაცნობა, მონაწილეთა მოლოდინისა და პროექტის შედეგების ჩამოყალიბება;
II შეხვედრა - ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, პერსონალის როლი და ფუნქციები ორგანიზაციაში, ძირითადი სამუშაო აღწერილობები და სამუშაოს ეფექტიანობისთვის საჭირო კომპეტენციების განსაზღვრა (სტუდენტები ექსპერტის ფასილიტაციით თავად იმუშავებენ ამ საკითხებზე და განიხილავენ თითოეულ ნამუშევარს);
III შეხვედრა - საკუთარი შესაძლებლობების, უნარების, პიროვნული თვისებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება (პროფესიული ორიენტაცია, პიროვნული მახასიათებლები, მოტივაციური ფაქტორები, საჭირო უნარების განვითარების ღონისძიებები);
IV შეხვედრა - საკუთარი რეზიუმეს შედგენა კონკრეტული პოზიციის მოთხოვნების გათვალისწინებით და დამსაქმებელთან კომუნიკაციის პირველი ეტაპი;
V და VI შეხვედრა - ინტერვიუს მიმდინარეობა, მისი დინამიკა და ტექნიკა (დემოგრაფიული ინტერვიუ, ჩაღრმავებული ინტერვიუ, ქეისინტერვიუ, პროფესიული ინტერვიუ
evidens based interiew, პროექციული ინტერვიუ);
VII შეხვედრა - ადაპტაცია სამუშაოსთან და ორგანიზაციულ კულტურასთან ;
VIII შეხვედრა - პანელური დისკუსია საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელებთან;
IX შეხვედრა - პანელური დისკუსია კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელებთან.
ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
გისურვებთ წარმატებას!