საჯარო ლექცია: ბიომრავალფეროვნება და კანონაღსრულება საქართველოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია: ბიომრავალფეროვნება და კანონაღსრულება საქართველოში


ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სტუდენტებმა გარემოსდაცვით საკითხებსა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ სასაუბროდ უნივერსიტეტში მოიწვიეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - მაია ჩხობაძე.

 

მოწვეულმა სტუმარმა წაიკითხა საჯარო ლექცია ბიომრავალფეროვნება და კანონაღსრულება საქართველოში. მაია ჩხობაძემ სტუდენტებს გააცნო ამ სფეროში არსებული მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. საუბარი შეეხო ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების, ინვაზიური რესურსების გავრცელებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს. განიხილეს, აგრეთვე, ბიომრავალფეროვნების დაცვითი მექანიზმები, დაცული ტერიტორიების კატეგორიები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობა და 2015-2016 წლებში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა.

 

დასასრულ, მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.

 

 

საკონტაქტო პირი: ბაია კოროშინაძე