განცხადება კონსტიტუციაში დემოგრაფიული საკითხების ასახვის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


განცხადება კონსტიტუციაში დემოგრაფიული საკითხების ასახვის შესახებ

ახალი კონსტიტუციური ჩანაწერით სახელმწიფო აცნობიერებს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას და იღებს პასუხისმგებლობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

 

ამ ეროვნული პრობლემის გადაწვეტა მხოლოდ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა. აცნობიერებს რა ამას, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თავის მხრივ, მრავალმხრივ მუშაობას ეწევა ქვეყნის გენოფონდის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

 

დემოგრაფიული პოლიტიკის კონსტიტუციურ რანგში აყვანა, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. ის სტიმულს მისცემს საზოგადოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებსა და ორგანიზაციებს განახორციელონ აქტივობა დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტის ხელშესაწყობად.

 

 

საკონტაქტო პირი: გულიკო გალდავა g.galdava@gruni.edu.ge