სტუდენტთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართვის, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების, მათი ინტერესების მეტად წარმოჩენისა და სწავლისათვის აუცილებელი ოპტიმალური პირობების დასაკმაყოფილებლად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი „სტუდენტური სერვისის განვითარების“ ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტური ცხოვრების ინოვაციურ და ყველასთვის მორგებულ ახლებურ სტრუქტურას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტში ე.წ. „სტუდენტური კლუბების“ სისტემის განვითარებას.
კონკრეტულად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ნებისმიერ სტუდენტს სთავაზობს, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, შექმნას სტუდენტური კლუბი/კლუბები და მიზნების რეალიზებისა და პრაქტიკულად განხორციელების კუთხით, უნივერსიტეტისაგან მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა.
კლუბის მუშაობა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნებაყოფლობითი გაერთიანების პრინციპს:
სტუდენტები რომლებიც დაინტერესებული ბრძანდებით აღნიშნული იდეის განხორციელებით, დამატებითი ინფორმაციისა და საქმიანობის პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან საჭირო ჩართულობის უზრუნველყოფის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით.
საკონტაქტო პირი:
კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური
ტელ: (+995 32) 2384406 (121) ; | ფაქსი: (+995 32) 2384406 | ელ-ფოსტა: career@gruni.edu.ge