სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკების ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 26 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ბანკების ასოციაციაში განხორციელდა ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთა სტაჟირების უფასო პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო დაწესებულებებისთვის დადგენილ ინსტრუქციებს ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის სავალუტო ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და უნაღდო ანგარიშწორების წარმოების შესახებ;

გარდა თეორიულისა, ტრენინგის მონაწილეებმა პრაქტიკული საბანკო ოპერაციებიც შეისწავლეს საბანკო საოპერაციო პროგრამის - ALTA software - 2000 ბაზაზე, კრძოდ:

 

ფიზიკური და იურიდიული პირების რეგისტრაცია, საკრედიტო დაწესებულებებში ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების, მათ შორის, სალაროს აღრიცხვიანობის, სალაროში ფულის შეტანა-გამოტანის, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის, სწრაფი ფულადი გზავნილების და საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული სხვა ფულადი ოპერაციების წარმოება;

 

უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების (საგადახდო დავალება, საკასო დავალება, აკრედიტივები, ოპერაციები ჩეკებით) მიხედვით ანგარიშზე ჩარიცხული და ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხების გატარება, კომუნალური და სხვა გადარიცხვების წარმოება;

 

კომერციულ ბანკებში მიმდინარე და საანაბრე ანგარიშების გახსნის პროცედურა, მათ შორის, საანაბრე პროდუქტების შექმნა - მოთხოვნამდე, შემნახველი, ვადიანი, ზრდადი ანაბარის ანგარიშების გახსნა;

 

სესხის რეგისტრაცია და სესხის გაფორმების პროცედურა, რაც მოიცავს - სასესხო პროდუქტების შექმნას (ავტოსესხი, სამომხმარებლო, ბიზნესის სესხი, განვადება, ოვერდრაფტი, იპოთეკა);

 

სტუდენტები, საკუთარი ინიციატივის და უნარის წარმოჩენის მიზნით, გაეცნენ ფსიქოლოგიურ და მათემატიკურ სტრესს-ტესტებს, რომლებსაც ბანკები იყენებენ თანამშრომელთა შერჩევისას მათი უნარების შესაფასებლად.

 

პროგრამას ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორი ბატონი გიორგი ცუცქირიძე.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია t.gamsakhurdia@gruni.edu.ge