საერთაშორისო ახაგაზრდული ორგანიზაცია აისეკ საქართველოს ლოკალურმა კომიტეტმა თავისუფალ უნივერსიტეტში და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელეს პარტნიორული შეთანხმება, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობას ეხებოდა;
რამდენიმე შესარჩევი ეტაპისა და კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები ზურაბ მურაკაშვილი და მეგი თურუდიში 6 კვირით გაემგზავრნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და პროექტის მაშტაბით იმუშავებენ ისეთ თემებზე როგორციაა: პროექტის მენეჯმენტი, ტრეინინგი და ფასილიტაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადამინური რესურსების მენეჯემენტი და ა.შ. პროექტი 50 % დაფინანსებულია აისეკის მიერ. უნივერსიტეტის სტუდენტთა პროექტში მონაწილეობის ხარჯები უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა.
აისეკი კვლავ გეგმავს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს სტუდენტებს.