ტრენინგი - კლიენტთა მომსახურებისა და გაყიდვების ტექნოლოგიები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი - კლიენტთა მომსახურებისა და გაყიდვების ტექნოლოგიები

უნივერსიტეტსა და „პრივატბანკს“ შორის 2013 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „პრივატბანკის“ კადრების ხელმძღვანელმა ქალბატონმა მაკა მჟავანაძემ, ჩაატარა ორდღიანი ტრენინგ-კურსი „კლიენტთა მომსახურებისა და გაყიდვების ტექნოლოგიები“.

 

ტრენინგი განკუთვნილი იყო ბიზნესისა და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 დონის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია დატრენინგებული ახალგაზრდებისათვის ორ კვირიანი სტაჟირება „პრივატ ბანკის“ სერვის ცენტრებში. უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეისწავლიან და პრაქტიკულად განახორციელებენ საბანკო პროდუქტების რეალიზაციას. სტაჟირების გავლის შემდეგ წარმატებული ახალგაზრდები დასაქმდებიან ბანკში.