ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოგანიზებით დასაქმების ფორუმი შედგა, რომელშიც საქართველოს წამყვან-ლიდერ კომპანიებთან ერთად (ჯანდაცვა, ფარმაცია, ტრანსპორტი და გადაზიდვა, კავშირგაბმულობა, რეკრეატიული კომპანიები, განათლება და ა.შ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტი მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი იყო კომპანიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახურის/სამუშაოს მაძიებელთა მონაცემების არსებულ ბაზებში დაფიქსირება და საჭიროებისამებრ სასურველი კადრების შერჩევა.