ახალი კორპუსი/სწავლა იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი კორპუსი/სწავლა იწყება

უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, 2014 წლის 1 ოქტომბერს, 11 საათზე, დაგეგმილია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნვერსიტეტის რექტორის ბატონ მამუკა თავხელიძის და აკადემიური პერსონალის შეხვედრა ბიზნესისა და მართვის სკოლის, სამართლის სკოლის და საჯარო მმართველობის სკოლის ბაკალავრიატის და პროფესიული პროგრამების სტუდენტებთან.


ბიზნესისა და მართვის სკოლის, სამართლის სკოლის და საჯარო მმართველობის სკოლის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგიტრანტები) სწავლა დაეწყებათ 20 ოქტომბერს.


პროფესიული პროგრამის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 1 ოქტომბერს 11 საათიანი შეხვედრის შემდეგ მიეწოდებათ. (ინფორმაცია სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პროფესილი პროგრამის სტუდენტებისთვის, ასევე დაიდება ვებ-გვერდზე, უახლოეს მომავალში).

 

მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13-ე კილომეტრი („ვისოლის“ გაზგასამართი სადგურის ჩასახვევთან);