ევროპის ფონდი აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად. ამ მიზნით, ფონდი იღებს საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიზანია სისტემური კორუფციის შემთხვევების მხილება და ცუდი მმართველობის პრაქტიკის გამოვლენა, ფაქტების დადგენის, მათი გამოქვეყნებისა და ადვოკატირების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს რეალურ ცვლილებებს და გააუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრებას. საგრანტო სქემის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა (სსო) და მედიაკომპანიებს/ორგანიზაციებს შორის პარტნიორობას. აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ჟურნალისტურ გამოძიებას და გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიების წარმართვას. ამ მიმართულებით კვლევების განხორციელებას და და სპეციალური სასწავლო კურსების შემოთავაზებას.
დამატებითი ინფორმაცია: