2022 წლის 26 აპრილს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ონლაინლექცია „უკრაინის კონფლიქტი“, რომელსაც უძღვებოდა ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი, მეთიუ კრანდალი.
ლექციაზე პროფესორმა კრანდალმა მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომის სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები; ისაუბრა უკრაინისადმი სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ესტონეთის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ; შეაფასა შექმნილ ვითარებაში მცირე სახელმწიფოების, კერძოდ, საქართველოსა და მოლდავეთის მდგომარეობა და მოსალოდნელი საფრთხეები და ლექციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაუზიარა თავისი მოსაზრებები მსოფლიოში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
ლექცია მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.
ლექციის დასასრულს პროფესორმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.