2018 წლის იანვარი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. (იხ. სრულად)
2018 წლის 2-3 მარტს ჩატარდა სპეციალური სასწავლო კურსი ,პროფესიული ეთიკა, საჯარო - სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში (პრეზიდენტის პონდის გრანტის ფარგლებში). (იხ. სრულად)
2018 წლის მაისი. პოლონეთის ელჩის, მისი აღმატებულება მარიუშ მაშკიევიჩისა და მისი მეუღლის ვიზიტი უნივერსიტეტში. (იხ. სრულად)
2018 წლის 23 ივნისს თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაფუძნდა ამერიკისა და ბრიტანეთის შესწავლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. (იხ. სრულად)
2018 წლის ივნისი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, ქეთი ნიკოლაძემ, მოიპოვა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სტიპენდია (IRZ). (იხ. სრულად)
2018 წლის ივლისი. უნივერსიტეტის სტუდენტებმა - დავით დუდაშვილმა (სამართლის სკოლა), შოთა ფუტკარაძემ (ბიზნესისა და მართვის სკოლა) და ნიკოლოზ ადუაშვილმა (საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით საქართველოში დააარსეს ინდუსტრიული მონაცემების აგრეგირებისა და ცენტრალიზაციის კომპანია „ Airhub“-ი. (იხ. სრულად)
2018 წლის 6 - 7 სექტემბერს უნივერსიტეტმა მერვედ უმასპინძლა ქართველ, თურქ, იორდანელ, აზერბაიჯანელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების 40 მეცნიერსა და სტუდენტს. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები მედიცინის, სამართლის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში და კონფერენციაზე ერთმანეთს გამოცდილებაც გაუზიარეს. საქართველოსა და უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობაც დაიგეგმა. (იხ. სრულად)
2018 წლის 25 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საქართველოს ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის (GIZ) პროგრამის - „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“, ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას დღის წესრიგი 2030-ის მოთხოვნების შესაბამისად სამართლებრივი რეგულირებების ეკონომიკური, სოციალური, საზოგადოებრივი ან/და სხვა სახის ზეგავლენის წინასწარი შეფასების (RIA+) მეთოდოლოგიის დანერგვაში. (იხ. სრულად)
2018 წლის ოქტომბერი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას პასკალ მონიეს, საქართველოსა და საფრანგეთის კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. (იხ. სრულად)
2018 წლის ოქტომბერი. გრუნის პროფესორები ურბინოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
2018 წლის ოქტომბერი. ახალი კრებული - Veritas et Subtilitas. (იხ. სრულად)
2018 წლის ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარჩინებული სტუდენტები - სოფიო ჯიბლაძე და ქეთევან ნიკოლაძე, გერმანიაში, ბონში გაემგზავრნენ.
მათ გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის საზოგადოების (IRZ) მიერ ჩატარებულ საშემოდგომო აკადემიაში (Herbstakademie) მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და სალექციო - პრაქტიკულ კურსს გაივლიან სამოქალაქო სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.
2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და აჭარის წარმომადგენლობის ბაზაზე სამედიცინო დაწესებულებათა ხელმძღვანელების გადამზადების მორიგი სასწავლო მეცადინეობები გაიმართა.
2018 წლის 2-3 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ), გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ნარკოდანაშაული და სისხლის სამართლის პოლიტიკა. (იხ. სრულად)
2018 წლის 17 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა ბიზნესსამართლის ყოველწლიური ფორუმი. (იხ. სრულად)
2018 წლის 20 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს კიევის ეროვნული სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პრორექტორი ანატოლი კოლოტი და პროფესორი ოლია შევჩენკო სტუმრობდნენ. (იხ. სრულად)
2018 წლის 7 დეკემბერს, ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია: „Regional Economic Outlook for Caucasus and Central Asia“, რომელიც წაიკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა საქართველოში - ფრანსუა პეშომ.
2019 წლის 19 თებერვალი. უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრიც გახდა. უნივერსიტეტს სტუმრობდა სააგენტოს (AUF) აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონული დირექტორი მუჰამედ კეტატა. მხარეები შეთანხმდნენ საუნივერსიტეტო წარმატების ცენტრის დაფუძნების თაობაზე და ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ საკითხთან დაკავშირებით. (იხ. სრულად)
2019 წლის აპრილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ამავე სკოლის დოქტორანტმა და ადვოკატმა ია ხურციძემ მიმდინარე წელს კვლავ მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია. (იხ. სრულად)
2019 წლის აპრილი, პარტნიორი კორპორაციის - „ევექსის“, მადლობის წერილს უგზავნის უნივერსიტეტს ფსიქოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, აღნიშნულ კორპორაციაში სადაზღვევო აგენტისა და შემდგომ უკვე კოორდინატორის - ნიკა ძაგანიას წარმატების შესახებ. (იხ. სრულად)
2019 წლის მაისი, ჯუბო ბერიძიშვილი „ვისბის“ პროგრამის სტიპენდიანტია. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მაგისტრანტმა შვედური ინსტიტუტის სასტიპენდიო კონკურსში გაიმარჯვა და სწავლას შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე - „გლობალური პოლიტიკა და სოციალური ცვლილებები“, განაგრძობს. (იხ. სრულად)
2019 წლის მაისი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კიდევ ორი სტუდენტი გახდა DAAD-ის სტიპენდიანტი! (იხ. სრულად)
2019 წლის 8 მაისს უნივერსიტეტს „ერასმუს +“ -ის პროექტით პოლონელი პროფესორები: მარიანა პროკოფი და ივონა პირშინი სტუმრობდნენ. მათ უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექცია უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და კომუნიკაციის ხელოვნების შესახებ. (იხ. სრულად)
2019 წლის 22 მაისს უნივერსიტეტს ეწვია ნიუ იორკის კოლეჯის ჯანდაცვის მეცნიერებისა და პრაქტიკის სკოლის გლობალური ჯანდაცვის დირექტორი პადმინი მურთი და მედიცინის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია „გლობალური ჯანდაცვის გამოწვევები და შესაძლებლობები“. (იხ. სრულად)
2019 წლის 28 მაისს, გრიგოლ რობაქძის სახელობის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კოლოკვიუმი “ქალი ძალაუფლებასა და მეცნიერებაში“. (იხ. სრულად)
2019 წლის 6 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვია და საჯარო მმართველობის გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა. (იხ. სრულად)
2019 წლის 17 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ისრაელის ოფიციალური დელეგაცია ეწვია საპარლამენტო პარტია „ავოდას“ თავმჯდომარის ამირ ფერეცის ხელძღვანელობით. (იხ. სრულად)
2019 წლის 6 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობის ფარგლებში, უმასპინძლა საქართველოს საშუალო სკოლების ფრანგული ენის პედაგოგებს. (იხ. სრულად)
2019 წლის 24 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნიევერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “GRUNI- ბათუმი 2019“. (იხ. სრულად)
2020 წლის მაისი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზე მედიაციის ცენტრი დაარსდება, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს. (იხ. სრულად)
2020 წლის მაისი, გამოიცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვურცბურგის იულიუს მაქსიმილიანეს სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კრებული: “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები“. (იხ. სრულად)
2020 წლის 15 ივლისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა“ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის. (იხ. სრულად)
2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“. (იხ. სრულად)
2020 წლის მარტი, პანდემიამ შეცვალა ყველაფერი - ცხოვრების სტილი, გარემო, ურთიერთობები და სასწავლო პროცესიც კი. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიც ამ ვითარების შესაბამისად განაგრძობს ცხოვრებას. (იხ. სრულად)
2020 წლის 13 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში სამი უნივერსიტეტის - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტი მონაწილეობდა. (იხ. სრულად)