თანამშრომლობის ხელშეკრულება საკონსტიტუციო სასამართლოსთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის ხელშეკრულება საკონსტიტუციო სასამართლოსთან


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, აგრეთვე, მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისათვის მომზადების უზრუნველყოფასა და უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების შეძენის ხელშეწყობას.

 

მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის ისეთი სისტემის ფორმირების თაობაზე, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად შეესაბამება იურიდიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მიმართულია სამართლებრივი კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობის, აკადემიური ნაშრომების შექმნისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების სრულყოფისაკენ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს:

  • ერთობლივი საგამომცემლო საქმიანობის წარმოებას;
  • ყოველწლიური/მიზნობრივი სკოლების ფორმირებას;
  • ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების/სემინარების, მასტერკლასებისა და სხვა აქტივობების განხორციელებას;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებაში ურთიერთდახმარებას;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში სტუდენტებისთვის გაცნობითი ხასიათის ექსკურსიების მოწყობას.
  • ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთის მატერიალური რესურსების (საბიბლიოთეკო რესურსები და სხვ.) გამოყენების ხელმისაწვდომობას.

 

აგრეთვე, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა/შემუშავებას, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ საზაფხულო სკოლის ორგანიზებისა და სამართლებრივი ჟურნალის გამოცემის თაობაზეც.

 

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის სასწავლო პროგრამას, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდა პრაქტიკოსებისათვის ითვალისწინებს მოკლევადიანი კურსების წარმოებას ქართველი და უცხოელი ლექტორების მონაწილეობით;

 

სამართლებრივი ჟურნალი კი ორენოვანი პერიოდული სამეცნიერო გამოცემაა, რომელიც მოიცავს ქართველი ან/და უცხოელი ავტორების ნაშრომებს საკონსტიტუციო სამართალში.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771