უნივერსიტეტის სტუდენტებმა - დავით დუდაშვილმა (სამართლის სკოლა), შოთა ფუტკარაძემ (ბიზნესისა და მართვის სკოლა) და ნიკოლოზ ადუაშვილმა (საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით საქართველოში დააარსეს ინდუსტრიული მონაცემების აგრეგირებისა და ცენტრალიზაციის კომპანია „ Airhub“-ი.
კომპანიის დაარსების ინიციატივა ეკუთვნის დავით დუდაშვილს, რომელმაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთში სწავლისას შეიტყო ამ ტექნოლოგიის შესახებ, თავის მეგობრებთან ერთად დაამუშავა მეთოდოლოგია და დაარსა კომპანია.
კომპანია უკვე ოთხი თვეა ფუნქციონირებს და ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო და ნავთობ/გაზ ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებს უწევს მომსახურებას, კერძოდ, ინდუსტრიული დრონებისა და დარგობრივი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ახორციელებს ინფრასტრუქტურისა და პროექტების ინსპექტირებას, ამცირებს ხარჯებს, ზრდის სიზუსტესა და ზოგავს დროს.
შესაბამისად, დღეისათვის საქართველოს ინდუსტრიულ ბაზარზე Airhub-ი არის ამ სფეროში ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სტარტაპი.
ამჟამად კომპანია ორი მიმართულებით მუშაობს:
- საჰაერო ინსპექტირება (ვიზუალური, მოდელირებული). აღნიშნული სერვისი ძირითადად, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკისა და ნავთობ/გაზ სეგმენტში არსებული ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი;
- დიჯიტალ გეოდეზია, რომელიც მოიცავს საპროექტო დაგეგმარებისათვის საჭირო სხვადასხვა სახის სამუშაოს, კერძოდ: საჭირო მეპირებას, აზომვით მოდელირებას, როგორც ტერიტორიის, ისე საფასადეს და სხვა საჭირო ოპერაციას.
სამომავლოდ კომპანია სერვისების სპექტრის გაზრდასა და სხვა ინდუსტრიების ათვისებასაც გეგმავს.
უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს ამ საინტერესო წამოწყებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.