28 მაისს, გრიგოლ რობაქძის სახელობის უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კოლოკვიუმი “ქალი ძალაუფლებასა და მეცნიერებაში“.
გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა კოლოკვიუმის ორგანიზატორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი თამარ გაგოშიძე. კოლოკვიუმის მონაწილეებს მიესალმნენ: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი, საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურის დარგში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი ეკატერინე ჟორჟოლიანი და დელეგატი მოლდავეთის რესპუბლიკიდან, პროფესორი აურიკა კირსანოვა.
კოლოკვიუმში საქართველოსა და მსოფლიოს რვა უნივერსიტეტის მეცნიერი მონაწილეობდა.