სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის გააქტიურებითა და საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებით უნივერსიტეტი დასაქმების საერთო მაჩვენებლის - 84% -ის, გაზრდას გეგმავს.
წარმოგიდგენთ პარტნიორი კორპორაციის - „ევექსის“, მადლობის წერილს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტის, აღნიშნული კორპორაციის სადაზღვევო აგენტისა და შემდგომ უკვე კოორდინატორის - ნიკა ძაგანიას წარმატების შესახებ.