გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა, ქეთი ნიკოლაძემ, მოიპოვა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სტიპენდია (IRZ) და მიმდინარე წლის 8-დან 15 ივლისამდე გერმანიის ქალაქებში ბონსა და კიოლნში მონაწილეობას მიიღებს მათ მიერ ჩატარებულ საზაფხულო სკოლის პროგრამაში.
საზაფხულო სკოლა მოიცავს ლექციებს როგორც კერძო, ისე საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით, ასევე პროგრამის განმავლობაში მოწვეული სტუდენტები დაესწრებიან სისხლისა და სამოქალაქო პროცესებს ბონის საქალაქო სასამართლოში.
პროგრამის ფარგლებში ყველა ხარჯი IRZ-ის მიერ იქნება გაწეული.
უნივერსიტეტი ულოცავს ქეთი ნიკოლაძეს ამ წარმატებას.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი - a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge