პოლონეთის იან კოხონოვსკის სახელობის უნივერსიტეტი წლების განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორია და ნაყოფიერად თანამშრომლობს მასთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
8 მაისს უნივერსიტეტს „ერასმუს +“ -ის პროექტით პოლონელი პროფესორები: მარიანა პროკოფი და ივონა პირშინი სტუმრობდნენ. მათ უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექცია უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და კომუნიკაციის ხელოვნების შესახებ.
კერძოდ, პოლონელმა პროფესორმა მარიანა პროკოფმა სტუდენტებთან ისაუბრა:
- როგორ იცვლებოდა პრეზიდენტები უკრაინაში, უკრაინის ბოლოდროინდელი რევოლუციების შესახებ (ნარინჯისფერი რევოლუცია);
- რევოლუციის გამომწვევი მიზეზებისა და საზოგადოების ცხოვრებაზე მისი გავლენის შესახებ;
- მეიდანის გამომწვევი ფაქტორების შესახებ (სტუმარი, ასევე, შეეხო ქართველების მონაწილეობას მეიდანზე მიმდინარე პროცესებში);
- უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ;
- უკრაინისა და ქართული პოლიტიკის მსგავსება-განსხვავებების შესახებ;
- უკრაინის საარჩევნო სისტემის შესახებ და შეადარა ის ქართულ, ევროპულ და პოლონურ საარჩევნო სისტემას.
კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს დაეთმო ივონა პირშინის ლექცია.
სტუმარმა განიხილა:
- როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
- ინტერკულტურული კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა გლობალიზაციის პირობებში;
- სხეულებრივი ენა (body language, facial expression, etc.);
ლექცია კითხვა-პასუხით დამთავრდა.