პადმინი მურთის ვიზიტი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პადმინი მურთის ვიზიტი უნივერსიტეტში

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გასაცნობად უნივერსიტეტი განაგრძობს ცნობილი და წარმატებული უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების მოწვევას და საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ორგანიზებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის გაზრდას.

 

22 მაისს უნივერსიტეტს ეწვია ნიუ იორკის კოლეჯის ჯანდაცვის მეცნიერებისა და პრაქტიკის სკოლის გლობალური ჯანდაცვის დირექტორი პადმინი მურთი და მედიცინის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია „გლობალური ჯანდაცვის გამოწვევები და შესაძლებლობები“.

 

პადმინი მურთი 28 წელია მრავალ ქვეყანაში მუშაობს ჯანდაცვისა და მედიცინის მიმართულებით, არის ნიუ იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და მენეჯმენტის მაგისტრი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მედიკოსი ქალების საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელი, მსოფლიო დონის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

 

სტუმარმა სტუდენტებთან გლობალური ჯანდაცვის ძირითად პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ლექციის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

ლექციამ საინტერესოდ ჩაიარა.